ბილეთი №1021 · სპეციალური სიგნალის გამოყენება
სატვირთო ავტომობილი ავტომაგისტრალზე ასრულებს დასასუფთავებელ სამუშაოებს. აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ავტომობილს ჩართული აქვს ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?

- ააქვს უფლება✓ სწორი პასუხი
- ბარ აქვს უფლება
რატომ?
ყვითელი ან ნარინჯისფერი ციმციმა სიგნალით დასუფთავების სამუშაოს შემსრულებელ მძღოლს ნიშნებიდან და მონიშვნებიდან გადახვევის უფლება აქვს, თუ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამიტომ ისრის მიმართულებით გაგრძელება შეუძლია, მაგრამ სხვებზე უპირატესობა ამით არ ეძლევა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან საინკასაციო სატრანსპორტო საშუალებით გადააქვს ძვირფასეულობა ან ფასიანი ქაღალდები, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15 და მე-16 პუნქტებითა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის.