ავტოსკოლა

მართვის მოწმობის ბილეთები 2026

1795 ბილეთი ყველა კატეგორიისთვის. თითოეულს აქვს სწორი პასუხი და მარტივი ახსნა, თუ რატომაა ასე — რომ წესი გაიგო და არა დაიზეპირო.

აირჩიე კატეგორია

თემები

ხშირად დასმული კითხვები

რამდენი ბილეთია B კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე?

ჩვენს ბაზაში B, B1 კატეგორიის 921 ბილეთია. გამოცდაზე მათგან 30 კითხვა მოდის და ჩასაბარებლად 25 სწორი პასუხია საჭირო, ანუ 5 შეცდომა შეიძლება.

რამდენი შეცდომა შეიძლება თეორიულ გამოცდაზე?

B, B1: 30 კითხვიდან 25 სწორი; A, A1: 30 კითხვიდან 27 სწორი; C: 40 კითხვიდან 36 სწორი; C1: 35 კითხვიდან 32 სწორი; D: 40 კითხვიდან 36 სწორი; D1: 35 კითხვიდან 32 სწორი; AM: 20 კითხვიდან 18 სწორი; T, S: 30 კითხვიდან 27 სწორი.

რა ენებზე შეიძლება თეორიული გამოცდის ჩაბარება?

მომსახურების სააგენტოს მიხედვით, გამოცდა ტარდება ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ერთი და იგივე ბილეთია სხვადასხვა კატეგორიაში?

დიახ. ბილეთის ნომერი ყველა კატეგორიაში ერთსა და იმავე კითხვას ნიშნავს, ამიტომ ერთ კატეგორიაში ნასწავლი სხვაშიც გამოგადგება.