ავტოსკოლა (teoria.com.ge) უფასო ონლაინ კურსია მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვის. აქ არის ოფიციალური ბაზის 1795 ბილეთი, და თითოეულს ახლავს სწორი პასუხი და მარტივი ახსნა, თუ რატომაა ასე. წესს იგებ და აღარ გჭირდება მისი დაზეპირება.
ყველა 227 საგზაო ნიშანი და მონიშვნა სურათით, მარტივი განმარტებით და იმ ბილეთებით, რომლებშიც გვხვდება. ნახე ყველა საგზაო ნიშანი
დიახ. ყველა ბილეთი, ახსნა, საგზაო ნიშანი და გამოცდის სიმულაცია უფასოა. რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო: Google-ით შესვლა მხოლოდ იმისთვისაა, რომ შენი პროგრესი ყველა მოწყობილობაზე შეინახოს.
B, B1 კატეგორია: 30 კითხვა, ჩასაბარებლად 25 სწორი პასუხი; A, A1 კატეგორია: 30 კითხვა, ჩასაბარებლად 27 სწორი პასუხი; C კატეგორია: 40 კითხვა, ჩასაბარებლად 36 სწორი პასუხი; C1 კატეგორია: 35 კითხვა, ჩასაბარებლად 32 სწორი პასუხი; D კატეგორია: 40 კითხვა, ჩასაბარებლად 36 სწორი პასუხი; D1 კატეგორია: 35 კითხვა, ჩასაბარებლად 32 სწორი პასუხი; AM კატეგორია: 20 კითხვა, ჩასაბარებლად 18 სწორი პასუხი; T, S კატეგორია: 30 კითხვა, ჩასაბარებლად 27 სწორი პასუხი.
კურსს ორი ტემპი აქვს: 14 დღე და 28 დღე, მოპედისთვის 7 და 14. მასალა ორივეში ერთი და იგივეა, განსხვავება მხოლოდ დღიურ დატვირთვაშია. ყოველი დღე მთავრდება დღის გამოცდით, ამიტომ ყოველთვის იცი, რა ისწავლე და რა არა.
დაზეპირებული პასუხი ივიწყება, გაგებული წესი კი გამოცდაზეც გამოგადგება და გზაზეც. ამიტომ ყოველ ნიშანსა და წესს ჯერ ვხსნით და მხოლოდ შემდეგ გეკითხებით ბილეთებს, ხოლო მსგავსი ბილეთები გვერდიგვერდ მოდის, რომ განსხვავება დაინახო.
ბილეთები მომსახურების სააგენტოს ოფიციალური საგამოცდო ბაზიდანაა, ყველა კატეგორიისთვის: სულ 1795 განსხვავებული კითხვა. ახსნები ეყრდნობა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონს.