ჩვენ შესახებ
ავტოსკოლა (teoria.com.ge) მართვის მოწმობის თეორიისთვის მოსამზადებელი ქართული საიტია. მთავარი იდეა მარტივია: ბილეთი არ უნდა დაიზეპირო — უნდა გაიგო, რატომაა პასუხი ასე. როცა წესი გესმის, იგივე წესი გამოცდაზეც გამოგადგება და გზაზეც.
საიდან მოდის ბილეთები
ბილეთები მომსახურების სააგენტოს ოფიციალური საგამოცდო ბაზიდანაა, ყველა კატეგორიისთვის: სულ 1795 განსხვავებული კითხვა. ბილეთის ნომერი ყველა კატეგორიაში ერთსა და იმავე კითხვას ნიშნავს.
როგორ იწერება ახსნები
თითოეულ ბილეთს აქვს მოკლე, მარტივ ქართულზე დაწერილი ახსნა — რატომაა სწორი პასუხი სწორი. ახსნა ეყრდნობა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონს, ხოლო კანონის ზუსტი ტექსტი ყოველი ბილეთის ქვეშ ცალკე დევს, ღილაკის მიღმა. ნიშნების ახსნებში ასევე წერია, სად და რა მანძილზე იდგმება ნიშანი.
გამოცდის წესები
გამოცდის წესები, საფასურები და ასაკობრივი ზღვრები მომსახურების სააგენტოს ოფიციალური გვერდიდან (sa.gov.ge) მოწმდება. თუ რამე შეიცვალა და ჩვენთან ჯერ არ ასახულა, ოფიციალური გვერდი ყოველთვის უპირატესია.
სწავლა
მთავარ გვერდზე სწავლა დღიური გეგმით მიდის: ყოველდღე ახალი ნიშნები და ბილეთები, გამეორება იმისა, რაც გავიწყდება, და გამოცდის სრული სიმულაცია.