ბილეთი №1169 · გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელის მოქმედების ზონაში არ არის აკრძალული მობრუნება?

- ამხოლოდ II და IV
- ბმხოლოდ I და III
- გმხოლოდ III და IV
- დმხოლოდ II და III✓ სწორი პასუხი
რატომ?
მობრუნება არ არის აკრძალული ნიშნების „მობრუნების ადგილი“ და „მოძრაობა მარცხნივ“ ზონაში: პირველი თავად მობრუნების ადგილს აჩვენებს, მეორე კი მარცხნივ მოხვევას რთავს, ხოლო მარცხნივ მოხვევის ნებას მობრუნებაც მოჰყვება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.3.1 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.3.1 „მობრუნების ადგილი” - მიუთითებს მობრუნების ადგილზე. ნიშნები 7.3.1 და 7.3.2 იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დაფით. ნიშნები მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს. ამავე დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.3 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.3 „მოძრაობა მარცხნივ” რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა.