ბილეთი №1190 · სამედიცინო დახმარება
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად იგი უნდა:
- ადავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თავი გადავუწიოთ უკან და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
- ბდავაწვინოთ გვერდზე, ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი
- გდავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, თავი დავახრევინოთ მკერდისკენ და ცხვირზე დავადოთ ცივი საფენი✓ სწორი პასუხი
რატომ?
ცხვირიდან სისხლდენისას დაშავებული ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში დასვი და თავი მკერდისკენ დაახრევინე. ასე სისხლი სასუნთქ გზებში არ მოხვდება. ცხვირზე ცივი საფენი სისხლდენის შეჩერებას ეხმარება.
კანონის ტექსტი
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად დაშავებული უნდა დავსვათ ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში, მკერდისკენ თავის დახრით გამოვრიცხვთ სისხლის სასუნთქ ორგანოებში მოხვედრას. ცხვირზე ცივი საფენის დადებით ვცდილობთ სისხლდენის შეჩერებას.