ბილეთი №1192 · სერვისის ნიშნები
სატვირთო და ყვითელი მსუბუქი ავტომობილები აგრძელებენ მოძრაობას ისრის მიმართულებით,ხოლო თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია ხანგრძლივი დასვენების მიზნით. რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს,თუ მოცემული გზის შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება?

- ამხოლოდ სატვირთო და თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლები
- ბმხოლოდ ყვითელი და თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლები✓ სწორი პასუხი
- გმხოლოდ თეთრი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- დმხოლოდ ყვითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
რატომ?
ხანგრძლივი დასვენებისთვის დგომა დაუსახლებელ პუნქტში მხოლოდ გამოყოფილ სადგომზე ან გზის გარეთ შეიძლება, ამიტომ თეთრი არღვევს. შუა ზოლზე, რომელსაც ორივე მიმართულება იყენებს, გასვლა მხოლოდ გასწრებისთვის, შემოვლისთვის, მარცხნივ მოხვევისთვის ან მობრუნებისთვისაა ნებადართული, ამიტომ ყვითელიც არღვევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გასათევად ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია, მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლებს მიღმა. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით