ბილეთი №1235 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზას, რომელსაც არა აქვს გამჭოლი გასასვლელი?

- აI
- ბII
- გIII✓ სწორი პასუხი
- დIV
რატომ?
ნიშანი „ჩიხი“ აღნიშნავს გზას, რომელსაც გამჭოლი გასასვლელი არ აქვს. ის გზის დასაწყისში ან ჩიხისკენ მიმავალი გზის გადაკვეთის წინ დგას, რომ ტყუილად არ შეხვიდე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.8.1-7.8.3 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები 7.8.1-7.8.3 „ჩიხი“ - გზა, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი. 7.8.1 ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში, ხოლო 7.8.2 და 7.8.3 ნიშნები−იმ გზის გადაკვეთის წინ, რომელსაც არ აქვს გამჭოლი გასასვლელი.