ბილეთი №1345 · ადმინისტრაციული კანონი
ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლის განკარგვის რომელი ღონსძიება შეიძლება იქნეს გამოყენებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ?
- ამხოლოდ საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა
- ბმხოლოდ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა
- გმხოლოდ საქონლის განადგურება
- დშესაძლებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონსძიების გამოყენება✓ სწორი პასუხი
რატომ?
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ საქონელზე შეიძლება გამოვიყენოთ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა, ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა და საქონლის განადგურება. ამიტომ ყველა ჩამოთვლილი ღონისძიება შესაძლებელია.
კანონის ტექსტი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და “გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა; ბ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა; გ) საქონლის განადგურება.