ავტოსკოლა

ბილეთი №1621 · სამედიცინო დახმარება

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ავტობუსის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ტექნიკური სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ყვითელი მოელვარე შუქურა?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ავტობუსის მძღოლს ისრის…
  1. ამხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
  2. ბმხოლოდ ტექნიკური სამსახურის ავტომობილის მძღოლის მიმართ
  3. გროგორც სატვირთო, ასევე ტექნიკური სამსახურის ავტომობილის მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი
  4. დარცერთი ავტომობილის მძღოლების მიმართ

რატომ?

მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი მთავარიდან მომავალს უთმობს, თანაბარ გზებზე კი მარჯვნიდან მოახლოებულს. ტექნიკური სამსახურის ყვითელი ციმციმა გავლის უპირატესობას არ იძლევა. ამ წესებით ავტობუსმა გზა სატვირთოსაც და ტექნიკური სამსახურის ავტომობილსაც უნდა დაუთმოს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, ან საინკასაციო სატრანსპორტო საშუალებით გადააქვს ძვირფასეულობა ან ფასიანი ქაღალდები, ან გადააქვს სახიფათო ტვირთი, ან გადაადგილდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5–მე-10, მე-15, მე-16 და 38-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებისათვის.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სამედიცინო დახმარება