ავტოსკოლა

ბილეთი №698 · ამკრძალავი ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან…
  1. აI
  2. ბII
  3. გIII✓ სწორი პასუხი
  4. დIV

რატომ?

„სიგანის შეზღუდვის“ ნიშანზე რიცხვი დასაშვები სიგანეა: მასზე უფრო განიერ სატრანსპორტო საშუალებას, ტვირთიანს იქნება თუ უტვირთოს, აქ გავლა ეკრძალება. სიგანის ნიშანზე ისრები მარცხნივ და მარჯვნივაა მიმართული, სიმაღლისაზე — ზემოთ და ქვემოთ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.14 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.14 „სიგანის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუა¬ლებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ამკრძალავი ნიშნები