ავტოსკოლა

ბილეთი №778 · საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნები:

მოცემული საგზაო ნიშნები:
  1. ამიუთითებენ ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას✓ სწორი პასუხი
  2. ბაღნიშნავენ მოძრაობის ზოლის დასაწყისს
  3. გაღნიშნავენ ავტობუსების მოძრაობისათვის გამოყოფილ ზოლს

რატომ?

ეს ნიშნები გეუბნება, რომ აქედან გასვლისას ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გახვალ, სადაც მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა. ნიშნები ყველა გვერდითი შესასვლელის წინ იდგმება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.7.1, 5.7.2 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები 5.7.1 და 5.7.2 „ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა” - მიუთითებს ცალმხრივ¬მოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას. ნიშნები იდგმება ყველა გვერდითი შესასვლელის წინ. ნიშანი შეიძლება არა დაიდგას მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელების გზასთან გადაკვეთებზე, თუ ამ ტერიტორიებზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ 5.5 ნიშნით აღნიშნულ გზიდან.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები