ავტოსკოლა

ბილეთი №810 · სამედიცინო დახმარება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია:

  1. ატანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით
  2. ბტანსაცმელი ნელა იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით✓ სწორი პასუხი

რატომ?

ვენური სისხლდენისას მუქი სისხლი ჭრილობიდან სუსტი ნაკადით გამოედინება და ტანსაცმელი ნელა იჟღინთება; ალისფერი პულსირებული სისხლი არტერიულ სისხლდენაზე მიუთითებს. ჭრილობაზე მჭიდრო სახვევი დაადე: ის ჭრილობას აწვება და სისხლდენას აჩერებს. გაჟღენთილს ნუ მოხსნი, ზემოდან ახალი დაამატე.

კანონის ტექსტი

ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასიათებელია მუქი-ალუბლისფერი სისხლის სუსტი ნაკადი. აუცილებელია მჭიდრო სახვევის დადება უშუალოდ ჭრილობის ადგილზე. სახვევის ქვედა ფენის სისხლით გაჟღენთვისას, ის არ უნდა მოცილდეს და უნდა დაემატოს ახალი სახვევი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სამედიცინო დახმარება