სერვისის ნიშნები
ნიშანი 6.14 „საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონა“
რას ნიშნავს
ამ მონაკვეთზე რადიოთი შეგიძლია მოისმინო ინფორმაცია გზაზე არსებული სიტუაციის შესახებ. სერვისის ნიშანი არაფერს გავალდებულებს.
კანონის ტექსტი
საგზაო მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის გადამცემი რადიოსადგურის მიღების ზონის ნიშანი.