ავტოსკოლა

ეკო-მართვა: ბილეთები და ახსნები

51 ბილეთი პასუხითა და მარტივი ახსნით.

№1742. რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?

✓ უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით

№1745. როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?

✓ როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა

№1747. რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?

✓ არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება

№1748. რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?

✓ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა

№1749. როგორ არის შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირება?

✓ სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაბალი ბრუნვის სიჩქარით მართვის

№1751. როგორ უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯი თანაბარი სიჩქარით მოძრაობისას?

✓ გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს

№1754. ჩამოთვლილთაგან რომელი უწყობს ხელს გარემოს დაცვას?

✓ დაბალი გორვის წინაღობის მქონე საბურავების გამოყენება

№1755. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს რას შეუძლია დამატებითი ხმაურის გამოწვევა?

✓ საწვავის არასრული წვის შედეგად წარმოქმნილი აირების მაყუჩში მოხვედრას

№1756. როგორ უნდა შეცვალოთ გადაცემათა კოლოფის გადაცემები, გარემოს დაცვისა და საწვავის დაზოგვის მიზნით?

✓ გადაცემათა კოლოფი უნდა გადავრთოთ მაღალ გადაცემაზე, რაც შეიძლება ადრე და დაბალ გადაცემაზე გადავრთოთ, რაც შეიძლება გვიან

№1758. რა შემთხვევაში ხორციელდება საწვავის უმიზნო ხარჯვა და გარემოს დაბინძურება?

✓ შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის მოლოდინში, აქსელერატორის სატერფულზე პერიოდული დაწოლისას

№1760. მართვის როგორი სტილი განაპირობებს საწვავის გაზრდილ მოხმარებას?

✓ გადაცემათა კოლოფის სხვადასხვა გადაცემაზე მოძრაობისას ძრავის მაღალ ბრუნთა რიცხვის მიღწევა

№1761. როგორ უნდა ვმართოთ სატრანსპორტო საშუალება გარემოს დაცვის მიზნით?

✓ შუქნიშნის წითელი ფერის რეჟიმზე გადასვლის დროს შუქნიშანთან მიახლოებისას ვიმოძრაოთ ინერციის გამოყენებით და შუქნიშანთან დავამუხრუჭოთ დროულად

№1762. ქალაქში, პიკის საათში მოძრაობისას რატომ იზრდება საწვავის მოხმარება დროის სხვა მონაკვეთთან მოძრაობასთან შედარებით?

✓ იმიტომ, რომ სატრანსპოროტ საშუალების მართვისას დამუხრუჭებას და აჩქარებას მივმართავთ უფრო ხშირად

№1763. როგორ შევძლებთ ნაკლები საწვავით მეტი მანძილის გავლას?

✓ წინასწარ დავგეგმავთ მოძრაობას , რათა თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი დამუხრუჭება ან აჩქარება

№1764. რისი დახმარებით მიიღწევა საწვავის ეკონომია და გამონაბოლქვის შემცირება?

✓ შესაძლებლობის შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით სარგებლობით ან ქვეითად მოძრაობით

№1765. გარემოს დაცვის მიზნით თავიდან უნდა ავირიდოთ:

✓ სატრანსპორტო საშუალების მართვა მოკლე მანძილზე

№1766. როგორ მივაღწევთ საწვავის ეფექტურ ხარჯვას და გამონაბოლქვის შემცირებას?

✓ საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შენარჩუნებით

№1769. როგორ შევძლებთ საწვავის ეკონომიურ ხარჯვას?

✓ სატრანსპორტო საშუალების სახურავზე დამაგრებული ნებისმიერი არააუცილებელი ტვირთის ან საბარგულის მოხსნით

№1770. როგორ უნდა შევამციროთ საბურავების ცვეთა?

✓ საბურავებში ჰაერის წნევის დონე უნდა შევინარჩუნოთ ინსტრუქციით განსაზღვრულ ფარგლებში

№1771. როდის არის მიზანშეწონილი შიგაწვის ძრავის გათიშვა?

✓ სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-განტვირთვის დროს

№1773. რატომ უნდა ავარიდოთ თავი სწრაფად მოძრაობას?

✓ სწრაფად მოძრაობის დროს მატულობს საბურავების და სამუხრუჭე ხუნდების ცვეთის ინტენსივობა

№1774. რა უნდა მოვიმოქმედოთ ჰაერის დაბინძურების მაქსიმლურად შესამცირებლად?

✓ სატრანსპორტო საშუალების მაყუჩიდან მუქი ფერის გამონაბოლქვის გამოყოფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღმოვფხვრათ გაუმართაობა

№1775. სატრანსპორტო საშუალების ცივი ძრავით დაძვრისას, როგორ შევძლებთ თავი ავარიდოთ გარემოს დაბინძურებას ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ავტომობილის ძრავს?

✓ დავძრათ სატრანსპორტო საშუალება და დაძვრის შემდეგ მცირე ხნით ვიმოძრაოთ ძრავის დაბალი ბრუნვათა რიცხვით მანამ, სანამ ძრავი არ გათბება

№1778. რა ზრდის საწვავის მოხმარებას მნიშვნელოვნად?

✓ ჰაერის გაგრილების სისტემის გამოყენება

№1779. რა ამცირებს საწვავის დანახარჯს?

✓ ავტომობილზე შესაბამისი აეროდინამიური მოწყობილობის დაყენება

№1781. რა უნდა იცოდეთ კატალიზატორის შესახებ?

✓ კატალიზატორი შეიძლება დაზიანდეს, თუ სატრანსპორტო საშუალების დაქოქვა წარმოებს მისი ბუქსირებით

№1782. როგორ შეიძლება საბურავების ცვეთის ინტენსივობის შემცირება?

✓ საბურავებში არსებული ჰაერის წნევის დადგენილ დონეზე შენარჩუნებით

№1783. როგორ უნდა იქნას მიღწეული გარემოზე ზემოქმედების შემცირება?

✓ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან ერთად ერთი სატრანსპორტო საშუალების გაზიარებით და მათთან ერთად მგზავრობით

№1784. რა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მიერ საწვავის მოხმარების გაზრდას?

✓ მგზავრთა რაოდენობის ან/და გადასაზიდი ტვირთის მატება

№1785. როგორ შევძლებთ საწვავის დაზოგვას?

✓ სახურავზე დამაგრებული საბარგულის ან თხილამურების სამაგრის მოხსნით

№1786. რომელი ქცევა მიუთითებს გარემოზე ზრუნვაზე?

✓ მგზავრობისათვის არჩევანის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთება

№1790. დაღმართის უსაფრთხოდ გავლას შევძლებთ, თუ ბოლომდე ავუშვებთ ფეხს აქსელერატორის სატერფულს და:

✓ ავირჩევთ ისეთ გადაცემას, რომელზეც მოძრაობის დროს არ მოგვიწევს მუხრუჭის სატერფულზე ფეხის ძლიერად დაჭერა

№1792. რა იწვევს ისეთ ხმაურს, რომლისგანაც თავის არიდება შესაძლებელია?

✓ ხმოვანი სიგნალის გამოყენება მისალმების მიზნით