ბილეთი №1038 · საავარიო შუქური სიგნალიზაცია
იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია და სადაც სხვა მძღოლები ვერ შესძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას, მძღოლმა მოციმციმე წითელი ფარანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:
- ამხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ
- ბმხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
- გროგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული✓ სწორი პასუხი
რატომ?
იქ, სადაც იძულებით გაჩერებულ მანქანას სხვა მძღოლები დროულად ვერ შეამჩნევენ, მოციმციმე წითელი ფარანი დაუყოვნებლივ უნდა გამოდგა — საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგაც და მაშინაც, თუ ის არ არსებობს ან გაფუჭებულია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.