ავტოსკოლა

ბილეთი №1065 · გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი

სატრანსპორტო საშულებაზე გადასაზიდი ტვირთის განთავსებისას ან/და დამაგრებისას ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მოთხოვნის გათვალისწინება არ არის სავალდებულო?

  1. ასაფრთხე არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე
  2. ბარ უნდა იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ უნდა დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა
  3. გარ უნდა დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ხელით მისაცემი სიგნალები
  4. დამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნის გათვალისწინება სავალდებულოა✓ სწორი პასუხი

რატომ?

ტვირთი ისე უნდა განათავსო და საჭიროებისას დაამაგრო, რომ სხვა მონაწილეებს საფრთხე არ შეექმნას და გზაზე არ ცვიოდეს. ხილვადობა და მართვა არ უნდა გაუარესდეს, სინათლეები, სდექ-სიგნალი და სარეგისტრაციო ნომერი კი დაფარული არ უნდა იყოს. ყველა ეს მოთხოვნა სავალდებულოა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას: ა) საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა; გ) არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები;

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი