ავტოსკოლა

ბილეთი №1066 · მოძრაობის უსაფრთხოება

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა:

  1. ამუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას✓ სწორი პასუხი
  2. ბკვების სისტემის ჰერმეტულობის დარღვევისას
  3. გმაყუჩის გაუმართაობისას
  4. დამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას

რატომ?

მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას მოძრაობა აკრძალულია, რადგან მუხრუჭის გარეშე საფრთხის დროს მანქანას ვეღარ გააჩერებ. იგივე ეხება საჭის მექანიზმსა და მისაბმელ მოწყობილობას. მანქანის გაჩერება და მართვა ყოველთვის უნდა შეგეძლოს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება