ბილეთი №1080 · ადმინისტრაციული კანონი
შეუძლია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად?
- აარ შეუძლიათ, ვინაიდან უფლებამოსილი პირის მოსვლამდე, მათ გააჩნიათ შემთხვევის ადგილზე დარჩენის ვალდებულება
- ბშეუძლიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა✓ სწორი პასუხი
რატომ?
თუ ავარიაში არავინ დაშავებულა, მძღოლებს შეუძლიათ შეთანხმებით თავად შეადგინონ სქემა, ხელი მოაწერონ და საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში მივიდნენ. თუ ვინმე დაშავდა, ეს გზა დახურულია და უფლებამოსილ პირს ადგილზე უნდა დაელოდონ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად.