ავტოსკოლა

ბილეთი №1086 · საავარიო შუქური სიგნალიზაცია

თუ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და წარმოადგენს დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის, მაშინ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ჩართოს:

  1. აახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები
  2. ბსაავარიო შუქსიგნალიზაცია✓ სწორი პასუხი
  3. გხმოვანი სიგნალი

რატომ?

საავარიო შუქსიგნალიზაცია სხვა მონაწილეებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. თუ ავარიაში მონაწილე მანქანის გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ არ გამოდის და ის მოძრაობას ხელს უშლის, სწორედ ეს სიგნალი უნდა ჩართო.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საავარიო შუქური სიგნალიზაცია