ბილეთი №1125 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:
- ააღემატება 4250 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 8250 კგ-ს
- ბაღემატება 4250 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 12000 კგ-ს
- გარ აღემატება 4250 კგ-ს✓ სწორი პასუხი
რატომ?
„B“ კატეგორიით თვლიან სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორს მხოლოდ მაშინ მართავ, თუ მისი ნებადართული მაქსიმალური მასა 4250 კგ-ს არ აღემატება. უფრო მძიმე ტრაქტორისთვის „B“ უფლება საკმარისი აღარ არის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს.