ბილეთი №1134 · სასწავლო სვლა
გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია:
- ამხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით, ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად✓ სწორი პასუხი
- ბნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მფლობელთან ერთად
- გროგორც სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით, ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად, ასევე ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, მფლობელთან ერთად
რატომ?
გზაზე სასწავლო სვლა შეიძლება მხოლოდ სასწავლო მანქანით და ინსტრუქტორთან ერთად, თუ მოსწავლეს უკვე აქვს მართვის საწყისი ჩვევები. ინსტრუქტორი გზაზე მხოლოდ მაშინ გიშვებს, როცა დარწმუნდება, რომ ჩვევები საკმარისად აითვისე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები.