ავტოსკოლა

ბილეთი №1133 · სასწავლო სვლა

სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევების შესწავლა დასაშვებია:

  1. ანაკლები ინტესივობის ნებისმიერ გზაზე
  2. ბმხოლოდ დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე✓ სწორი პასუხი
  3. გდასახლებული პუნქტის გარეუბანში

რატომ?

მართვის საწყისი ჩვევები დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე უნდა შეისწავლო. გზაზე სასწავლო სვლა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც საწყისი ჩვევები გაქვს და გვერდით ინსტრუქტორია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად: 2. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე, აგრეთვე იმ გზებზე, რომელთა სიასაც დადგენილი წესით ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 4. გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სასწავლო სვლა