ბილეთი №1166 · გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
დაარღვეს თუ არა სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატვირთო ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აარ დაარღვევს
- ბდაარღვევს✓ სწორი პასუხი
რატომ?
სახიფათო ტვირთის გადამზიდ მანქანას წინა და უკანა მხარეს ნარინჯისფერი ფირფიტა უნდა ჰქონდეს და ის მხოლოდ იმ მიმართულებით შეიძლება მოძრაობდეს, რომელსაც სახიფათო ტვირთის ნიშნები უშვებს. ამ სიტუაციაში ისრის მიმართულება ამ წესებს არ აკმაყოფილებს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: „სახიფათო ტვირთი“ – 400X300 მმ ზომის, სწორკუთხედი, ნარინჯისფერი ფირფიტა გარშემო 15 მმ სიგანის შავი არშიით − ასეთი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, ხოლო ცისტერნის შემთხვევაში − გვერდებზედაც (ფირფიტის ქვედა ნაწილში უნდა აღინიშნოს ტვირთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, ხოლო ზედა ნაწილში − საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი. ისინი უნდა გაიყოს 15 მმ სისქის შავი ჰორიზონტალური ხაზით, რომელიც ფირფიტას ნახევარ სიმაღლეზე გადაკვეთს); ამავე კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.9.1-4.9.3 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშნები 4.9.1−4.9.3. „სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის მიმართულება“ − მიუთითებს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებით ნებადართული მოძრაობის მიმართულებას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი“: 4.9.1 – პირდაპირ, 4.9.2 – მარჯვნივ, 4.9.3 – მარცხნივ.