ბილეთი №1194 · საგზაო მონიშვნა
მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) მიუთითებს:

- აგამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს
- ბმანძილს გზის სხვა მხარეს მდებარე ობიექტამდე
- გმანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე✓ სწორი პასუხი
რატომ?
დაფა „მანძილი ობიექტამდე“ გიჩვენებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, შეზღუდვის შემოღების ადგილამდე ან წინ მდებარე გარკვეულ ობიექტამდე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.1.1 „მანძილი ობიექტამდე” - მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).