ბილეთი №1198 · დამატებითი ინფორმაციის ნიშნები
მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) მიუთითებს:

- ამანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე
- ბგამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას✓ სწორი პასუხი
- გგზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას
რატომ?
ეს დაფა „მოქმედების ზონა“ გიჩვენებს, რამდენ მეტრზე გრძელდება გაფრთხილების ნიშნით აღნიშნული სახიფათო მონაკვეთი, ან რა სიგრძეზე მოქმედებს ამკრძალავი ან საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.1 პუნქტის თანახმად, 8.2.1 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით