ბილეთი №1230 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
მოცემული საგზაო ნიშანი იდგმება:

- ასაპატრულო პოლიციის საგუშაგოებთან
- ბსაქართველოს ტერიტორიაზე, შემოსასვლელებში, საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან✓ სწორი პასუხი
- გავტომაგისტრალის დასაწყისში
რატომ?
ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები“ გიჩვენებს, რა სიჩქარის ზღვრები მოქმედებს საქართველოს გზებზე. ის ქვეყანაში შემოსასვლელში, საკონტროლო გამშვებ პუნქტთან იდგმება, რომ მძღოლმა შესვლისთანავე იცოდეს ზღვრები.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.1 „მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები“ - იძლევა ინფორმაციას სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილია საქართველოს გზებზე. ნიშანი იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან.