ბილეთი №1232 · მიმთითებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე?

- ამხოლოდ I და IV
- ბმხოლოდ IV✓ სწორი პასუხი
- გმხოლოდ II და III
- დმხოლოდ III
რატომ?
ნიშნები „მოძრაობა პირდაპირ“, „რეკომენდებული სიჩქარე“ და „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა“ უახლოეს გზაჯვარედინამდე მოქმედებს. დარჩენილი ნიშნის მოქმედება სხვაგვარად განისაზღვრება და გზაჯვარედინით არ მთავრდება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1 პუნქტის შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4.1.1 “მოძრაობა პირდაპირ“ ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ამავე კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.2 „რეკომენდებული სიჩქარე“ - მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად − სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნის 3.16 „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა” ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით