საინფორმაციო ნიშნები
ნიშანი 7.2 „რეკომენდებული სიჩქარე“
რას ნიშნავს
ეს ნიშანი რჩევაა და არა აკრძალვა: გეუბნება, რა სიჩქარით ჯობს ამ მონაკვეთის გავლა, ზღვარი კი ჩვეულებრივი რჩება. ნიშანი გზის დასაწყისში დგას და უახლოეს გზაჯვარედინამდე მოქმედებს, მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად კი — მთელ სახიფათო მონაკვეთზე.
სად იდგმება
- ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში.
კანონის ტექსტი
მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად −სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.