ბილეთი №1257 · საგზაო მონიშვნა
გზის სავალ ნაწილზე დატანილი ორმაგი წყვეტილი ხაზი აღნიშნავს:

- აგზაჯვარედინზე საველოსიპედო ბილიკებს
- ბადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს
- გრევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ორმაგი წყვეტილი ხაზი რევერსულად მოწესრიგებული ზოლების საზღვარია: ამ ზოლებზე მოძრაობის მიმართულება რევერსული შუქნიშნის მიხედვით იცვლება. როცა შუქნიშანი გამორთულია, ეს ხაზი საპირისპირო ნაკადებს ყოფს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.9 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.9 აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლის საზღვარს; ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშანი) გზაზე, რომელიც რევერსულად წესრიგდება.