ბილეთი №1260 · საგზაო მონიშვნა
გზის სავალ ნაწილზე საგზაო მოძრაობის ზოლის შუაში დატანილი ისრის ფორმის მონიშვნა აფრთხილებს:

- ასახიფათო მოსახვევიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე
- ბსავალი ნაწილის შევიწროებასთან, მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა მიახლოების შესახებ✓ სწორი პასუხი
რატომ?
ზოლის შუაში დახატული ისარი გაფრთხილებს, რომ წინ სავალი ნაწილი ვიწროვდება და ამ მიმართულებით ზოლების რაოდენობა მცირდება, ან საპირისპირო ნაკადების გამყოფ ხაზთან მიახლოებაა. ასე წინასწარ იგებ, რომ ზოლის შეცვლა შეიძლება მოგიწიოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.19 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.19 იძლევა გაფრთხილებას სავალი ნაწილის შევიწროებასთან, იმ მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა, ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.21.1–1.21.3 ნიშნებთან ერთად.