საგზაო მონიშვნა
მონიშვნა 1.19 „შევიწროების ისარი“
რას ნიშნავს
ზოლში დახატული დახრილი ისარი გაფრთხილებს, რომ წინ ზოლი მთავრდება ან უწყვეტი გამყოფი ხაზი იწყება. ამიტომ დროულად გადადი ისრით ნაჩვენებ ზოლში.
კანონის ტექსტი
აფრთხილებს სავალი ნაწილის შევიწროებასთან ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. აფრთხილებს სავალი ნაწილის შევიწროებასთან (მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა) ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.18.1–1.18.3 ნიშნებთან შეერთებით.