ბილეთი №1281 · მარეგულირებლის სიგნალები
რა მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

- ამხოლოდ B და C მიმართულებით
- ბმხოლოდ A, B და D მიმართულებით✓ სწორი პასუხი
- გმხოლოდ A და D მიმართულებით
- დყველა მიმართულებით
რატომ?
წინ გაშვერილი მარჯვენა ხელის დროს მარეგულირებლის მარცხენა გვერდიდან ურელსო ტრანსპორტს ყველა მიმართულებით შეუძლია გაგრძელება, მკერდის მხრიდან — მხოლოდ მარჯვნივ, მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან კი არავის. ამ სიტუაციაში მსუბუქს ეს მხოლოდ A, B და D მიმართულებით შეუძლია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგის უკან. ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.