ბილეთი №1286 · მოძრაობის უსაფრთხოება
დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:
- აუფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
- ბუფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა✓ სწორი პასუხი
- გისე, როგორც რეალურადაა
რატომ?
ბნელში და ცუდ ხილვადობაში თვალი მხოლოდ ფარების შუქზე ორიენტირდება და გზისპირა ნიშნებთან თუ სხვა საგნებთან შედარება აღარ გამოსდის. ამიტომ შემხვედრი მანქანის სიჩქარე რეალურზე ნაკლებად გვეჩვენება.
კანონის ტექსტი
დღის ნათელ დროს, შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ადამიანის თვალი განსაზღვრავს სივრცეში არსებულ სხვა ორიენტირებთან შედარებით (საგზაო ნიშნები, მონიშვნა, გზისპირზე გამწვანება და სხვა), ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ორიენტირება ხდება მხოლოდ ფარების შუქზე, ამიტომ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა.