ავტოსკოლა

ბილეთი №1334 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ:

  1. ამხოლოდ გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ
  2. ბმხოლოდ გარემოება, რომ ის მკვეთრად შეამცირებს სიჩქარეს
  3. გმხოლოდ გარემოება, რომ ქვეითებისათვის გზის დათმობის გამო ის შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს
  4. დრომ შეიძლება წარმოიშვას ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება✓ სწორი პასუხი

რატომ?

წინ მიმავალი სატვირთო ვიწრო ქუჩაზე მარჯვნივ რომ უხვევს, მოხვევის დიდი რადიუსის გამო მოსახვევის წინ შეიძლება მარცხნივ გადაინაცვლოს, მკვეთრად შეანელოს ან ქვეითების გამო გაჩერდეს. ეს სამივე შესაძლებლობა გაითვალისწინე და მეტი დისტანცია დაიცავი.

კანონის ტექსტი

თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილის მძღოლი აპირებს მარჯვნივ შეუხვიოს ვიწრო სავალი ნაწილის მქონე ქუჩაზე თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების დიდი მოხვევის რადიუსის გამო ის უშუალოდ მოსახვევის წინ შეიძლება გადაადგილდეს მარცხნივ, ასევე შეიძლება მკვეთრად შეამციროს სიჩქარე და გადამავალი ქვეითების გზის დათმობის გამო შეიძლება გაჩერდეს მოხვევის შესრულების დროს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი