ბილეთი №1359 · პრიორიტეტის ნიშნები
სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:
- ამხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება
- ბმხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
- გმხოლოდ გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა
- დავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება, ასევე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით და გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა✓ სწორი პასუხი
რატომ?
სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება, 30 კმ/სთ-ზე სწრაფად მოძრავი მანქანის გასწრება და გამორთული ძრავით ან გადაბმულობით მოძრაობა. ამ ქმედებებიდან ნებისმიერი ტვირთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
კანონის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება: ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში); ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა; ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება; თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით