ავტოსკოლა

ბილეთი №1360 · პრიორიტეტის ნიშნები

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება:

  1. ამხოლოდ თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში
  2. ბმხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე
  3. გმხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება
  4. დთამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე და ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება✓ სწორი პასუხი

რატომ?

სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება სალონში თამბაქოს მოწევა, ცეცხლის კერიდან 200 მ-ზე ახლოს გაჩერება ან დგომა და მანქანის უმეთვალყურეოდ დატოვება. ეს ყველა ქმედება ხანძრის ან აფეთქების რისკს ზრდის.

კანონის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აგვისტოს №1-1/1562 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლს ეკრძალება: ა) საწვავით გამართვა ავტოგასამართ სადგურებში საერთო სარგებლობის სვეტებიდან (ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში); ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრი დაძვრა და დამუხრუჭება; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; დ) გამორთული ძრავით ან/და გადაბმულობით მოძრაობა; ე) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში; ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება/დგომა ცეცხლის კერისგან 200 მეტრით ნაკლებ მანძილზე; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება; თ) სხვა ტვირთის გადაზიდვა ან/და იმ პირების გადაყვანა, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: პრიორიტეტის ნიშნები