ბილეთი №1367 · გზაჯვარედინის გავლა
თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება იმ სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება:
- ამხოლოდ ტვირთის გადასაზიდად და რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა, მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების მასის ჩათვლის, არ აღემატება 3,5 ტონას
- ბმხოლოდ მგზავრთა გადასაყვანად და რომლებსაც თავიანთი კონსტრუქციისა და აღჭურვილობის გამო მძღოლის ჩათვლით ცხრა კაცზე მეტის გადაყვანა არ შეუძლია
- გმხოლოდ მგზავრთა გადასაყვანად რეგულარულ ხაზებზე, რომელთა სიგრძე 50 კმ-ს არ აღემატება
- დამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში✓ სწორი პასუხი
რატომ?
თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, შეთანხმება არ ვრცელდება ჩამოთვლილ გამონაკლის მანქანებზე, მაგალითად ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილ მანქანაზე, რომლის ნებადართული მასა 3,5 ტონას არ აღემატება. ამიტომ ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა გამონაკლისია.
კანონის ტექსტი
თუ ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზე ხორციელდება მიმოსვლა არ შეთახმდნენ საპირისპიროს შესახებ, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟის მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (AETR) მოთხოვნები არ გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო ტვირთზიდვის მიმართ, რომელიც სრულდება: ა) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადასაზიდად და რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა, მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელების მასის ჩათვლის, არ აღემატება 3,5 ტონას; ბ) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად და რომლებსაც თავიანთი კონსტრუქციისა და აღჭურვილობის გამო მძღოლის ჩათვლით ცხრა კაცზე მეტის გადაყვანა არ შეუძლია და განკუთვნილია ამ მიზნისთვის;. გ) სატრანსპორტო საშუალებების მიერ, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადასაყვანად რეგულარულ ხაზებზე, რომელთა სიგრძე 50 კმ-ს არ აღემატება.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი