ავტოსკოლა

ბილეთი №1439 · ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს:

  1. ასრულწლოვანი მძღოლისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას✓ სწორი პასუხი
  2. ბსრულწლოვანი მძღოლისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 თვით შეჩერებას, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას
  3. გსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით

რატომ?

ალკოჰოლური სიმთვრალით მართვა ან სიმთვრალის შემოწმებისგან თავის არიდება სრულწლოვან მძღოლს მართვის უფლებას 6 თვით აჩერებს, 18 წლამდე ასაკის პირს კი ერთი წლით. ალკოჰოლი რეაქციას აუარესებს, ამიტომ სასჯელი მკაცრია.

კანონის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ’ ქვეპუნქტების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –გამოიწვევს: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას; ბ) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ადმინისტრაციული კანონი