ბილეთი №1703 · ადმინისტრაციული კანონი
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს:
- ასატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას
- ბსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას✓ სწორი პასუხი
- გდაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას
რატომ?
ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალით მართვა ან ამ სიმთვრალის შემოწმებისგან თავის არიდება მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას იწვევს. ეს ალკოჰოლისთვის დადგენილ 6 თვეზე გაცილებით მეტია.
კანონის ტექსტი
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულისი მთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.