ავტოსკოლა

ბილეთი №157 · შუქნიშნის სიგნალები

რომელი მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა წითელი ავტომობილის მძღოლმა შუქნიშნების ამ სიგნალზე?

რომელი მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა წითელი ავტომობილის მძღოლმა შუქნიშნების ამ სიგნალზე?
  1. ამხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
  2. ბმხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
  3. გმხოლოდ მარცხნივ
  4. დმხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)✓ სწორი პასუხი

რატომ?

ისარი სიგნალზე მხოლოდ იმ მიმართულებას არეგულირებს, საითაც მიუთითებს. მარცხნივ მიმართული ისარი მარცხნივ მოხვევასთან ერთად მობრუნების უფლებასაც გაძლევს, თუ ნიშანი ან მონიშვნა ამას არ კრძალავს. პირდაპირ და მარჯვნივ კი ეს სიგნალი არ გიშვებს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისარი/ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით/ისრებით მითითებული მიმართულებით/მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. იგივე მნიშვნელობა აქვს შუქნიშნის დამატებით სექციაში მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახულ ისარს. შუქნიშნის დამატებითი სექციის გამორთული მაშუქი სიგნალი იტყობინება, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: შუქნიშნის სიგნალები