ბილეთი №158 · შუქნიშნის სიგნალები
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით?

- აარ აქვს უფლება
- ბაქვს უფლება✓ სწორი პასუხი
რატომ?
შუქნიშნის მწვანე სიგნალი მოძრაობის ნებას რთავს, ამიტომ ისრის მიმართულებით გაგრძელება შეგიძლია. თუ ისარი მოხვევას ან მობრუნებას გიჩვენებს, მანამდე დროულად უნდა დაიკავო შესაბამისი განაპირა ზოლი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი.