ბილეთი №1639 · სამედიცინო დახმარება
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ყვითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ რუხი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- ბმხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- გროგორც რუხი, ასევე წითელი ავტომობილის მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი
რატომ?
მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი მთავარი გზიდან მოახლოებულს უთმობს. ამ სიტუაციაში ყვითელი მეორეხარისხოვან გზაზეა, ამიტომ გზა რუხსაც და წითელსაც უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.