ავტოსკოლა

ბილეთი №1602 · სამედიცინო დახმარება

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ყვითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ყვითელი ავტომობილის მძღოლს ისრის…
  1. ამხოლოდ B ტრამვაის მძღოლის მიმართ
  2. ბმხოლოდ A და B ტრამვაების მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი
  3. გმხოლოდ A ტრამვაის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ

რატომ?

თანაბარ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსოზე მიმართულების მიუხედავად. ამიტომ ყვითელმა ავტომობილმა გზა მხოლოდ A და B ტრამვაის უნდა დაუთმოს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სამედიცინო დახმარება