ბილეთი №1652 · მოძრაობის უსაფრთხოება
როგორ უნდა მოიქცეს მძღოლი, თუ საწევარასა და ნახევარმისაბმელის დამაკავშირებელ მოწყობილობაზე წარმოიშვა ისეთი სახის გაუმართაობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი განცალკევება?
- ასახელდახელოდ დააყენოს დამატებითი სამაგრები და მინიმალური სიჩქარით გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილზე ან სადგომზე
- ბნახევარმისაბმელის უკანა მხარეს დაამაგროს საავარიო ნიშანი და გადაიყვანოს ავტომობილი სარემონტო ადგილას
- გშეწყვიტოს მოძრაობა✓ სწორი პასუხი
რატომ?
თუ საწევარასა და ნახევარმისაბმელს შორის დამაკავშირებელ მოწყობილობაზე გაუმართაობა გაჩნდა, რომელმაც შეიძლება მათი განცალკევება გამოიწვიოს, მოძრაობა უნდა შეწყვიტო. მოწყვეტილი მისაბმელი სხვებისთვის დიდ საფრთხეს ქმნის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას.