ავტოსკოლა

ბილეთი №1740 · სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი

ქვეოთ ჩამოთვლილიდან, რომელი მსჯელობაა მცდარი?

  1. ასაყარი ტვირთი ისე უნდა იქნას დატვირთული, რომ მისი ტრანსპორტირებისას გამორიცხული იქნას გადმოყრის შესაძლებლობა
  2. ბთოკები ან ჯაჭვები, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად არ უნდა იყოს დაჭიმული✓ სწორი პასუხი
  3. გტვირთი თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ძარაზე
  4. დამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი მსჯელობა არ არის მცდარი

რატომ?

მცდარია მსჯელობა, რომ ტვირთის დამაგრების თოკები ან ჯაჭვები დაჭიმული არ უნდა იყოს. სწორია პირიქით: სათანადოდ დაუჭიმავი თოკი ან ჯაჭვი ტვირთის გადმოყრას ან გადაადგილებას იწვევს, ამიტომ დაჭიმული უნდა იყოს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას, საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; ბ) არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა. თუ, თოკები ან ჯაჭვები, რომლებიც გამოიყენება ტვირთის დამაგრებისა და უვნებლობის უზრუნველსაყოფად არ იქნა სათანადოდ დაჭიმული გამოიწვევს როგორც ტვირთის გადმოყრას, ასევე ტვირთის გადაადგილებას მოძრაობისას, რაც დაარღვევს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას და გააძნელებს მის მართვას.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი