ავტოსკოლა

ბილეთი №253 · ამკრძალავი ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში „T“ და „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს:

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში „T“ და „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა ნებადართულია…
  1. ა30 კმ/სთ სიჩქარით
  2. ბ40 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
  3. გ50 კმ/სთ სიჩქარით

რატომ?

ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ კრძალავს მასზე მითითებულზე სწრაფ მოძრაობას. „T“ და „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს კი ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით შეუძლიათ მოძრაობა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ). ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია „T“ და „S“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ამკრძალავი ნიშნები