ბილეთი №545 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ სატვირთო ავტომობილის ფაქტობრივი მასა 7 ტონაა?

- ამხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
- ბმხოლოდ წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- გარცერთი ავტომობილის მძღოლს
რატომ?
ნიშანი „მასის შეზღუდვა“ კრძალავს იმ ტრანსპორტით მოძრაობას, რომლის ფაქტობრივი მასა ნიშანზე მითითებულს აღემატება. სატვირთოს 7 ტონა ამ ზღვარს სცდება, ამიტომ მისი მძღოლი ვერ გაივლის; წითელ მსუბუქს კი აკრძალვა არ ეხება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.11 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.11 „მასის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე მითითებულს.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით