ბილეთი №283 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?

- აეკრძალება✓ სწორი პასუხი
- ბარ ეკრძალება
რატომ?
გზაჯვარედინზე და მის წინ გასწრება აკრძალულია, გარდა ორი შემთხვევისა: უპირატეს გზაზე გასწრებისა და ორთვლიანი ველოსიპედის, მოპედის ან ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრებისა. აქ არცერთი გამონაკლისი არ სრულდება, ამიტომ გასწრება გეკრძალება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება ორთვლიანი ველოსიპედის, მოპედისა და ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრების შემთხვევებზე.