ბილეთი №284 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
ეკრძალება თუ არა მწვანე ავტომობილის მძღოლს საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულება?

- აეკრძალება✓ სწორი პასუხი
- ბარ ეკრძალება
რატომ?
ნიშანი „ციცაბო აღმართი“ გაფრთხილებაა: აღმართის ბოლოს შემდეგ გზა არ ჩანს. ხილვადობა აქ შეზღუდულია, შეზღუდულ ხილვადობაში კი საპირისპირო ზოლზე გასვლით გასწრება აკრძალულია. ამიტომ მწვანე ავტომობილის მძღოლს გასწრება ეკრძალება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.15. „ციცაბო აღმართი“ − იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია შეზღუდული ხილვადობის პირობებში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით.